ახლომხედველობა (მიოპია) myopia

ახლომხედველობა (მიოპია) - ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც გარკვეულ მანძილზე მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელური სხივები ერთდებიან ბადურის წინ.
ახლომხედველობა (მიოპია) - ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია ხშირად განპირობებულია თვალის წინაუკანა ღერძის დაგრძელებით, იშვიათად მისი ოპტიკური გარემოს დიდი გარდამტეხი ძალით. ახლომხედველობის განვითარებას ხელს უწყობს ახლო
მიოპია
მანძილებზე დაძაბული მუშაობა შესუსტებული აკომოდაციის და მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის დროს. სკლერის სისუსტის დროს ხდება თვალის კაკლის პროგრესირებადი გაჭიმვა, რომელიც იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვოვან და ბადურის გარსებში. აკომოდაციის შესუსტება და სკლერის გაჭიმვა შესაძლებელია წარმოიქმნას ზოგადი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების გავლენით, ენდოკრინული გადახრებითა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად. Read the rest of this entry »